„გასარკვევია, ახდენდა თუ არა ახალაიას მხარე გორგაძეზე ზეწოლას“

  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განაცხადებით, ბაჩო ახალაიას საქმის მოწმესთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი ჩნდება. მისი თქმით, გასარკვევია, გორგაძის უფლებებს არღვევდა თუ არა ახალაიას მხარე.
“ერთია ის, რომ ეს ადამიანი დაზარალებულია. მისი ძმა ლიკვიდირებული იყო ნავთლუღის ბაზართან, სპეცოპერაციის დროს, და საკმაოდ მრავალი ეჭვი ჩნდება, რატომ ხდებოდა ამ მოწმის მოყვანა პრესკონფერენციის ჩასატარებლად. ეს ადამიანი ამბობს, რომ მას არ დაურეკავს ახალაიას მეუღლისთვის. პროკურატურამ თავისი განმარტება გააკეთა. ვფიქრობ, გასარკვევია, ამ მოწმის უფლებებს არღვევდა თუ არა სწორედ ახალაიას მხარე და ხომ არ ახდენდა მასზე ზეწოლას. მცდელობაა, გია გორგაძის გამოყენებისა სასურველი მიმართულებით. ვფიქრობ, ამ საკითხზე უფრო გულისხმიერი დამოკიდებულებაა საჭირო”, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ახალაიას ბოლო ბრალდების მოწმე გორგაძე გუშინ პრესკონფერენციის გამართვას გეგმავდა, თუმცა ის პრესკონფერენციამდე დაკითხვაზე წაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები