ხატია დეკანოიძე: პასუხები ევროკავშირის კითხვარის ყველა ნაწილზე გამჭვირვალე უნდა იყოს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პასუხები ევროკავშირის კითხვარის ყველა ნაწილზე გამჭვირვალე უნდა იყოს.
“კითხვარის ყველა ნაწილი, განსაკუთრებით ეს ეხება პასუხებს, რა პასუხები გააგზავნა ევროკავშირში ხელისუფლებამ, გასაჯაროება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით და არაერთხელ მოგვისმენია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ საკმაოდ დიდი უკუსვლაა რეფორმებთან მიმართებით, ამიტომ, პასუხები კითხვარის ყველა ნაწილზე უნდა იყოს გამჭვირვალე”, – აცხადებს დეკანოიძე.