შალვა პაპუაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალები თავსებადია ნატოს სტანდარტებთან და ამ კუთხით ნატოსთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება
საქართველოს თავდაცვის ძალები თავსებადია ნატოს სტანდარტებთან და ამ კუთხით ნატოსთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. ქართული ჯარის 31 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საზეიმო ღონისძიება იმართება.
„საქართველოს თავდაცვის ძალები თავსებადია ნატოს სტანდარტებთან და ამ კუთხით ნატოსთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საქმით, ქვეყნისა და ხალხისადმი ერთგულებით, თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ ხართ ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე რთულ დროსაც კი თქვენ იდექით იქ, სადაც უნდა მდგარიყო ნამდვილი პატრიოტი – სამშობლოს, ოჯახის, თითოეული თანამემამულის სიცოცხლის, თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლის სადარაჯოზე. ამიტომაცაა, რომ საქართველოს ჯარი ჩვენი მოქალაქეების განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.