არჩილ თალაკვაძე ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს: მადლობა თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს.

„საქართველოს მამაცო ჯარისკაცებო, გილოცავთ შეიარაღებული ძალების დღეს – 30 აპრილს! მადლობას გიხდით თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, რომლითაც ემსახურებით ქვეყანას, იცავთ მშვიდობას, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას! თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამშობლო არის უპირველესი.

ქედს ვიხრით გმირების წინაშე, ვინც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაეცნენ! ვინც ამაყად ატარა ქართული დროშა!“, – წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები