მარშალ გელოვანის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია

მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყლის მილი დაზიანდა, ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაზიანების გამო, სატრანსპორტო საშუალებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ცალმხრივად მოძრაობდნენ. შეზღუდვა მოიხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც და ისინი მგზავრთა გადაყვანას შეუფერხებლად, დადგენილი სქემით შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები