სოციალურ ქსელში ჩრდილოეთ სალტოვკას კადრები ვრცელდება. ეს არის ხარკოვის ერთ-ერთი რაიონი, რომელიც რუსული ავიაიერიშების გამო ყველაზე მეტად დაზიანდა.
ის ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონია.
დაბომბვის კვალი ჩანს მაღალსართულიან შენობებზე, მანქანებზე და ავტობუსებზეც კი. ზოგიერთი მაღალსართულიანი შენობა რესტავრაციას აღარ ექვემდებარება.
ასევე, დაზარალდა სოციალური ობიექტები, ბაზრები და ავტოფარეხები.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge