როგორია ეპიდვითარება თბილისსა და რეგიონებში – 25 აპრილის კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 58 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 35 შემთხვევა, აჭარა – 1, იმერეთი – 9, ქვემო ქართლი – 2, შიდა ქართლი – 0, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 0, კახეთი – 4, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში 213 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 483 საიდანაც, 321 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 188, აჭარაში – 9, იმერეთში – 71.
ამასთან, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 72 პირი, მათ შორის, თბილისში – 50, აჭარაში – 4, იმერეთში – 9. 1 162 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 654 313 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 1 636 004 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილი – 16 800.