თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “ტოიოტასა” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახა.
როგორც ირკვევა, “ტოიოტას” მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მეორე მსუბუქ ავტომობილს უკნიდან შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ინციდენტის ამსახველი ფოტომასალა “კვირას” შემთხვევის ადგილიდან თვითმხილველმა მიაწოდა.