არჩილ თალაკვაძე: ყველას სურვილია, რომ ამ ვიზიტში ურთიერთგაგება და მტკიცე მეგობრობა იყოს გამოხატული

ამ ვიზიტით გამოვხატავთ პარლამენტის სამძიმარს და კიდევ ერთხელ მხარდაჭერას დავაფიქსირებთ უკრაინელი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტი იმ ერთიანი მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინასთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა გამოხატული.

“უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იმ ერთიანი მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინასთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა, რაც საერთაშორისო დონეზე ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ ნაბიჯებში გამოიხატებოდა.

გვინდა, ამ ვიზიტით პარლამენტის სამძიმარი გამოვხატოთ და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ მხარდაჭერა უკრაინელი მეგობრებისა და ხალხის მიმართ. ყველას სურვილია, ურთიერთგაგება და მტკიცე მეგობრობა იყოს გამოხატული ამ ვიზიტში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები