ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

“შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალიანსს ნატო-ს მინისტერიალში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოწვევისთვის, რაც წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგ გამოხატულებას. ხაზი გაესვა გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესში ალიანსის განგრძობითი და მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ. ნატო-ს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები