ზელენსკი: სჯობს, უკრაინას ახლავე მოგვცეთ იარაღი, ვიდრე მოგვიანებით სხვა ქვეყნებისთვის – საქართველოსა და მოლდოვისთვის ეძიოთ

ახლა სჯობს, უკრაინას დაუჭიროთ მხარი იარაღით, რომელიც ძალიან გვჭირდება, ვიდრე მოგვიანებით იარაღი კიდევ სხვა ქვეყნებისთვის – საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვის ეძებოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, “დიდი შვიდეულის” ქვეყნებისთვის მიმართვაში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რაც უფრო მალე დასრულდება ომი უკრაინაში, მით უფრო მალე აღდგება მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში.

„რუსულმა ბანკებმა და, რაც მთავარია, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უნდა მიიღონ სრული გლობალური ფინანსური სისტემის ბლოკადა. ომის დამნაშავეები ფულის გარეშე უნდა დარჩნენ! და მათი გაყინული აქტივები უნდა იქცეს რეპარაციად უკრაინის აღდგენისთვის.

ახლა სჯობს, უკრაინას ისეთი იარაღი მივცეთ, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება. ვიდრე მოგვიანებით იარაღი კიდევ სხვა ქვეყნებისთვის – საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვის, შუა აზიისთვის ეძებოთ. რაც უფრო მალე მოხდება, მით უფრო მალე აღდგება მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები