დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
25 მარტს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა დღეს ყველა ტაძარში აღევლინება.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა და მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს 1990 წლამდე წერილობით დადასტურებული არ ყოფილა, როდესაც ილია II-ს ძალისხმევით მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად ცნო.