სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში ჩამოსვენების ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისის აეროპორტში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ჩამოსვენების ცერემონიას დაესწრო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად აეროპორტში რიგითი მოქალაქეებიც შეიკრიბნენ. შეკრებილებმა ცოცხალი ჯაჭვით გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ქართველი მებრძოლები – გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან შეტაკებების დროს დაიღუპნენ.