კახა კალაძე: მეექვსე დღეა, ქალაქში თოვს და შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები, მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა

“უკვე მეექვსე დღეა, ქალაქში თოვს და შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში 5 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი იქნა გამოყენებული.

„გარკვეული შეფერხებები შეიქმნა შემოერთებულ სოფლებში არსებულ ქუჩებზე. ძირითადად, ეს იყო მეორადი ქუჩები, ჩიხები. თუმცა, რა თქმა უნდა, „თბილსერვის ჯგუფი“, გამგეობები და ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები უკვე მეექვსე დღეა 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ ხნის განმავლობაში 5000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი გამოიყენეს. გარკვეული პრობლემები შეიქმნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების თვალსაზრისით. გარკვეული შეფერხებები იყო, თუმცა, ვცდილობდით, რომ ცენტრალური გზები გაწმენდილი ყოფილიყო. დარჩენილია მეორადი ქუჩები, ჩიხები, შესახვევები და აქაც მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა, გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით – ესაა ავტომობილები, რომლებიც ქუჩაშია დაყენებული და ტექნიკა უბრალოდ ვერ ახორციელებს სამუშაოებს. სამუშაოების შეფერხებას ასევე იწვევს გადაუღებელი თოვა. მიუხედავად ამისა ჩვენ არ ვჩერდებით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ, პირველ ყოვლისა, ცენტრალური ქუჩები იყოს სუფთა და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება. მთელი ამ დღეები განმავლობაში ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაჩერებულა“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები