ჩინეთის სამხრეთით, Boeing 737-ის ჩამოვარდნის ადგილზე ტყის ხანძარია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ავიაციის სამმართველო ავრცელებს.
ავიაკატასტროფის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ საგანგებო მოქმედების მექანიზმი აამოქმედა. შემთხვევის ადგილზე სამუშაო ჯგუფია გაგზავნილი.
ავიაკომპანია China Eastern-ის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა დილით განიცადა.
ბორტზე 133 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 122 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი.
Flightradar-ის ცნობით, თვითმფრინავი კუნმინიდან გუანჯოუში მიფრინავდა.
ამ დრომდე უცნობია, რა გახდა კატასტროფის მიზეზი. უცნობია ასევე დაღაპულთა შესახებ ინფორმაცია.