მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართვის დროს რუსულ სატელევიზიო და YouTube-არხებზე მიმართვა გაწყდა და ეთერი რუსი მომღერლის მუსიკალური ნომრით გაგრძელდა.
მოგვიანებით, კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმაც. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარი სერვერზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.
ლუჟნიკის სტადიონზე კონცერტი გაიმართა, რომელიც, რუსული სააგენტოების ინფორმაციით, „რუსეთთან ყირიმის მიერთების“ მერვე წელს მიეძღვნა.