რესტორნად გადაკეთებული სადაზვერვო უწყების თვითმფრინავი – მიტოვებული C-123-ის ტრანსფორმაცია
ცენტრალური სადაზვერვო უწყების ძველი თვითმფრინავი C -123, რომელიც კოსტა-რიკის ჯუნგლებში იყო მიტოვებული, წლების შემდეგ ორიგინალურ კაფე-ბარად გადააკეთეს. ეს თვითმფრინავი „ცივი ომის“ დროს, „ირან-კონტრას“ საქმესთან დაკავშირებით შეიძინეს. საბოლოოდ, თვითმფრინავი სან-ხოსეში, სამხედრო ბაზაზე მიატოვეს, მაგრამ 2000 წელს მას ახალი მფლობელი გამოუჩნდა, რომელმაც კოსტა-რიკაში გადაიტანა და მისგან ბარიც გააკეთა.
„ახლა ჩვენს C-123 გაცილებით მშვიდობიან ამპლუაშია, ბარ-რესტორნისა და „ცივი ომის“ რელიქვიის სახით”,- წერს რესტორნის მფლობელი EL Avion.
ეს პოპულარული ბარი ორსართულიანია. ის ცნობილია ზღვის სამზარეულოთი. რესტორნის მენიუ ზღვის სამზარეულოს კლასიკურ კერძებს გვთავაზობს: ქოქოსის კრევეტებს, შემწვარ კალმარს და ასევე, გემრიელ, ცივ, ტროპიკულ, კოქტეილებს.