„პირველი არხის“ თანამშრომელი, მარინა ოვსიანიკოვა პირველი კომენტარი გააკეთა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.
„მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, მეგობრებო და კოლეგებო. ეს მართლაც მძიმე დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში, ვინაიდან თითქმის ორი დღე არ მძინებია. 14 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა დაკითხვა და მე არ მაძლევდნენ საშუალება დავკავშირებოდი ჩემს ახლობლებს. ჩემთვის არ აღმოუჩენიათ არანაირი იურიდიული დახმარება“, – განაცხადა მარინა ოვსიანიკოვამ.
ის ჟურნალისტებს დაჰპირდა, რომ კომენტარს მომხდართან დაკავშირებით ხვალ გააკეთებს.