საქართველოს ელჩი ინდონეზიის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიაში ზურაბ ალექსიძე ინდონეზიის პრეზიდენტის მრჩეველს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ჰასან ვირაჯუდას შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას ზურაბ ალექსიძემ პრეზიდენტის მრჩეველს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ბოლო დროს გატარებულ მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებზე. მხარეები შეთანხმდნენ საქართველოსა და ინდონეზიას შორის ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო გაღრმავებასა და გაფართოების აუცილებლობაზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრსა და ინდონეზიის შესაბამის დაწესებულებებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და სწავლის მეთოდოლოგიის ურთიერთგაზიარებაზე. ჰასან ვირაჯუდა ინდონეზიის მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის სკოლის დამფუძნებელია. ის მრავალი წიგნის ავტორია, ამჟამად კი ჟურნალ „Leadership, Policy and World Affairs“ -ის გამომცემელია.