უკრაინაში, ჩერნიჰივზე ავიათავდასხმის შედეგად 9 სართულიანი, საერთო საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. თავდასხმა ადგილობრივი დროით, დილით 5:46 საათზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მაშველებმა 7 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი ტრავმირებულია.