მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა, რუს მღვდელს, ანდრე ტკაჩევს “ინსტაგრამ”-ით პასუხობს. ტკაჩევმა სიხარული გამოთქვა იმის გამო, რომ პუგაჩოვა რუსეთიდან წავიდა: “ნახეთ, როგორ გაიწმინდა ჰაერი“ – თქვა მან ქადაგებისას.
“ნაადრევად გიხარია, ანდრიუშა. არდადეგები, შვებულება და მკურნალობა ემიგრაციად არ ითვლება. დავბრუნდები – გავარკვევთ. შენს ეკლესიაში შევალ და ვილოცებ შენთვის, ღვთისმგმობელო”, – ამბობს პუგაჩოვა ვიდეოში, რომელიც “ინსტაგრამ”-ზე დადო.