ეკლესიები, რომლებიც ლურსმნის გარეშე ააგეს

ყოველწლიურად, მსოფლიოს უსახური შენობები ემატება, რომლებიც ბეტონისა და შუშისგან შენდება. ეს გვაიძულებს, უფრო მეტად დავაფასოთ ხის არქიტექტურა, კონკრეტულად კი, ტაძრები, რომლებიც თავისი საქმის ნამდვილმა ოსტატებმა ააგეს. გთავაზობთ ევროპულ ტაძრებს, რომლებიც რამდენიმე საუკუნის წინ ლურსმნის გარეშე ააშენეს.

1.ღვთისმშობლის სადიდებელი (პოლონეთი)

6 европейских храмов, построенных без единого гвоздя

ეს ტაძარი წარმოადგენს გოთიკური სტილის ყველაზე ძველ და დიდ ტაძარს ევროპაში. ის, დაახლოებით, 1388 წელს ააგეს აგებული. 25 წლის შემდეგ მისი ფართობი გაიზარდა. ასევე, ტაძარს მიაშენეს 25 მეტრის ფართობის სამრეკლო. მომდევნო ასწლეულებში ეკლესიის რესტავრაციაც განხორციელდა. მის კედლებში ბაროკოს დროინდელი საკურთხეველი, გოთიკური სკულპტურები და მე-15 საუკუნის ფრესკები შენარჩუნდა. ეს ქმნილებები დღემდე უცვლელი სახითაა.

6 европейских храмов, построенных без единого гвоздя

2. სტავკირკა (ნორვეგია)

6 европейских храмов, построенных без единого гвоздя

მას შეიძლება ვუწოდოთ ძველი ოსტატების უნიკალური ქმნილება, რომელიც, დაახლოებით, 1180-1200 წლებში ააგეს. მე-12 საუკუნეში სკანდინავიის ქვეყნებში ქრისტიანობა ახალი დამკვიდრებული იყო, ამიტომ ტაძრის კედლებზე ამოტვიფრული რუნებიც შეგვხვდება და ამოკვეთილი დრაკონებიც. ამ ტაძარს პირვანდელი იერსახე არ შეუცვლია.

6 европейских храмов, построенных без единого гвоздя

3. მარამურეშის ხის ეკლესია (რუმინეთი)

6 европейских храмов, построенных без единого гвоздя

რუმინეთის ჩრდილოეთით ისტორიული რეგიონი – მარამურეში მდებარეობს. მისი მაცხოვრებლები მრავალი ასწლეულის მანძილზე ინარჩუნებენ წეს-ჩვეულებებს. რეგიონში 8 უნიკალური ხის ეკლესიაა, რომელიც 17-18 საუკუნეში ააშენეს. მარამურეშის იზოლირებული მდებარეობა ხელს უწყობს კულტურული ძეგლების შენარჩუნებას. მათ აგებულებას ბიზანტიური კვალი ატყვია. ყველაზე ძვირფასად საკუთარ ეკლესიებში ადგილობრივები კედლებზე შენარჩუნებულ ფრესკებს მიიჩნევენ. ამ ეკლებში წირვა-ლოცვა დღემდე ტარდება.

6 европейских храмов, построенных без единого гвоздя

4. გრინსტენდის ​ეკლესია (დიდი ბრიტანეთი)

6 европейских храмов, построенных без единого гвоздя

გრინსტენდის ეკლესია (წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესია) ესექსის საგრაფოში მდებარეობს და მასაც ერთ-ერთ უძველესს უწოდებენ. თავდაპირველად, ითვლებოდა, რომ ის 845 წელს იყო აგებული, მაგრამ უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის, სულ მცირე, 200 წლით ახალგაზრდაა. მე-16 საუკუნის დასაწყისში ეკლესიას აგურის მიშენება მიემატა, ხოლო მე-17 საუკუნეში თეთრი კოშკი.

6 европейских храмов, построенных без единого гвоздя

5. სტავკირკა ნორვეგიიდან

6 европейских храмов, построенных без единого гвоздя

კიდევ ერთი ნორვეგიული სტავკირკა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. თავდაპირველად, ეს ხის ეკლესია გულიას კომუნაში იყო განლაგებული. ასი წლის წინ მისი დანგრევა გადაწყდა, რათა ახალი ნაგებობისთვის ადგილი განთავისუფლებულიყო. საბედნიეროდ, ნორვეგიის მეფემ, ოსკარ მეორემ არ დართო ამის ნება და ტაძარი ნორვეგიის კულტურულ-ისტორიულ მუზეუმში ექსპონატის სახით გადაიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები