სტოლტენბერგი: მინისტრებმა განიხილეს პარტნიორების, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარდაჭერის აუცილებლობა
საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს პარტნიორების, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მხარდაჭერის აუცილებლობა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინის ამბიციაა, ხელახლა შექმნას გავლენის სფერო.
„კრემლის ამბიციაა, ხელახლა შექმნას გავლენის სფერო და უარყოს სხვა ქვეყნებს უფლება აირჩიონ საკუთარი გზა. ამიტომ, მინისტრებმა განიხილეს პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, მათ შორის, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.