NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ორგანიზაციის მოკავშირეები უკრაინის დახმარებას აძლიერებენ. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.
“ახლახან ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის და შევაქე ის უკრაინის ხალხისა და შეიარაღებული ძალების სიმამაცისთვის. NATO-ს მოკავშირეები აძლიერებენ მხარდაჭერას საჰაერო თავდაცვის რაკეტების, ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, ასევე, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების მიწოდებით“, – წერს სტოლტენბერგი.