უკრაინის გენერალური პროკურორი: რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტი მოკლეს, დაცხრილეს სასწრაფოს მანქანა

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიკტოვას ცნობით, რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტი მოკლეს, დაცხრილეს სასწრაფოს მანქანა და ხარკოვში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ტყვია დაუშინეს.

ვენედიკტოვას თქმით, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები განაგრძობენ რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებასა და აღრიცხვას. მისივე ცნობით, აშშ თანახმაა უკრაინაში გაგზავნოს ექსპერტები ომის დანაშაულების გამოსაძიებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები