„ქართველი და სხვა ქვეყნების უსაფრთხოება სოჭში რუსეთმა უნდა უზრუნველყოს“

  პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ნებისმიერი ოლიმპიურ თამაშების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ქვეყანა, სადაც ეს თამაში ტარდება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში სწორედ რუსეთის მხარემ უნდა უზრუნველყოს როგორც ქართველი, ისე დანარჩენი სპორტსმენების უსაფრთხოება ოლიმპიადაზე.
“ნებისმიერ ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას ახდენს ქვეყანა, სადაც ეს ოლიმპიური თამაში ტარდება, სწორედ ეს არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მთავარი პრინციპი, ამ შემთხვევაში რუსეთის მხარემ უნდა უზრუნველყოს როგორც ჩვენი, ისე სხვა ქვეყნების სპორტსმენების უსაფრთხოება”,- განაცხადა ზურა აბაშიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად არსებობს სანდოობის საფუძველი იმ ქვეყნების მიმართ, რომელთანაც ომის გამო დიმპოლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია, აბაშიძემ აღნიშნა, რომ “ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, პრობლემები არის”. მისი თქმით, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ ის უპრეცედენტო ზომები, რაც რუსეთის მხრიდან სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის არის მიღებული, შეშფოთების საფუძველს გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები