კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში 4 305 გამოვლინდა, აჭარაში – 523, იმერეთში – 1 662
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 305 შემთხვევა, აჭარა – 523, იმერეთი – 1 662, ქვემო ქართლი – 541, შიდა ქართლი – 638, გურია – 424, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 779, კახეთი – 842, მცხეთა-მთიანეთი – 218, სამცხე-ჯავახეთი – 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 90.
ამ ეტაპზე ინფიცირების 130 229 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 5 252 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 223, აჭარაში – 597, იმერეთში – 964.
მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 156 პირი – თბილისში – 463, აჭარაში – 137, იმერეთში – 337. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 33, იმერეთში – 28.
კლინიკურ-სასტუმროებში 835 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის 572 – თბილისში, 136 – აჭარაში. 124 142 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 7, ხოლო აჭარაში – 0.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 29.89% ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.73%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 575 999 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 429 763, გარდაიცვალა 16 981 პაციენტი.