პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადმიერ პუტინის პრესმდივნის გუშინდელ განცხადებას პასუხობს. მარგველაშვილის განცხადებით, თუ საკითხი სერიოზულად დაისმება, ადმინისტრაცია შესაბამის განცხადებას გაავრცელებს. მისივე თქმით, ახლა მსგავსი შეხვედრა დაგეგმილი არ არის. “ეს არის თეორიული კითხვა, ბუნებრივია, როგორც კი რაიმე ტიპის სერიოზული განცხადება იქნება, ჩვენც ვუპასუხებთ. ეს განცხადება, რამდენადაც მახსოვს, პუტინის პრესსპიკერმა გააკეთა. შესაბამისად, ამ საკითხზე ქალბატონ თინათინ მჟავანაძესთან გაიარეთ. როდესაც ასეთი ტიპის კითხვა ისმის ხოლმე, გვყავს პრესმდივანი, რომელიც ასევე კვალიფიციურად უპასუხებს ამ კითხვას”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რუსულმა სააგენტოებმა პუტინის პრესმდივნის განცხადება გაავრცელეს, სადაც დიმიტრი პესკოვი ვლადიმერ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის სოჭში შესაძლო შეხვედრას არ გამორიცხავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები