თეთრიწყაროსა და მარნეულში საბურავებისა და ელასტომერული ნარჩენების ღია წესით წვის შემთხვევები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს.
თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები საბურავებისა და ელასტომერული ნარჩენების ღია წესით წვას ახდენდნენ.
“მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოქალაქემ მუნიციპალური ნარჩენებით დაანაგვიანა გარემო. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის, საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა იწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.