პაატა ზაქარეიშვილი: ოლიმპიადაზე უსაფრთხოება რუსეთის პრესტიჟის საქმეა

   რუსეთის ინტერესია, რომ სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების ზომები მაღალ დონეზე იყოს დაცული. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთების განსაკუთრებული საფუძველი არ არსებობს. „რუსეთის ინტერესია, რომ ოლიმპიადაზე უსაფრთხოება დაცული იყოს. ეს ამ ქვყენის პრესტიჟის საქმეა. გარდა ამისა, ამ პროცესში საკმაოდ მარვალრიცხოვანი საერთაშორისო უცხოური უსაფრთხოების სამსახური მონაწილეობს. ჩვენი მონაცემებით, ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია. იმედია ბოლომდე ასე გაგრძელდება, თუმცა ყველაფერი მოსალოდენლია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ,“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები