დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი მოქალაქეებს შეხვდა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოქალაქეთა მიღება გამართა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ადგილობრივებს მოადგილესთან ერთად მოუსმინა.

მოქალაქეებმა, ძირითადად, სოციალური საკითხების და მიწისძვრის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში ითხოვეს დახმარება. როგორც კობა მურადაშვილმა განაცხადა, თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთეს, რათა ადგილობრივების მიერ დაყენებული საკითხები დადებითად გადაწყდეს.

მოქალაქეთა მიღება ყოველი კვირის ოთხშაბათს, 12 საათზე, კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით იმართება. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერს როგორც ცოცხალი რიგით, ასევე, წინასწარი ჩაწერით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები