თამარ გაბუნია – ეპიდვითარებაზე: ინფიცირების შემთხვევები, გარკვეულწილად, კლების ტენდენციაზე მიუთითებს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, გარკვეულწილად, კლების ტენდენციაზე მიუთითებს.
მისივე თქმით, სიტუაცია მართვადია.
„დღეს 15 ათასზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, გარკვეულწილად, კლების ტენდენციაზე მიუთითებს. თუმცა, მნიშვნელოვანია, კვირის ბოლომდე დავაკვირდეთ და საბოლოო დასკვნა აქედან გამომდინარე გაკეთდეს. ჰოსპიტალურ სექტორში 6 ათასამდე პაციენტი რჩება. ეს ყველაფერი მართვადია. პირველად ჯანდაცვაში ოჯახის ექიმების სისტემა მუშაობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.