რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში გასულ 24 საათში

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 560-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 783 856 აცრა გაკეთდა.
ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი 15315 ადამიანს დაუდასტურდა. 10 894 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 55 პირი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 496 156 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 300 062 გარდაიცვალა 15 683 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები