ამირან გამყრელიძე: იანვარ-თებერვალში გვაქვს რეინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გუშინდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ომიკრონის“ დროს ვაქცინა არ მუშაობს, “კონტექსტიდან ამოგლეჯილი” უწოდა.

„გუშინდელი განცხადებები ვაქცინასთან დაკავშირებით კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო. არავინ უარყოფს, რომ „ომიკრონი“ და “ომიკრონის” შტამი გვერდს უვლის ვაქცინას. იანვარ-თებერვალში გვაქვს რეინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. დაახლოებით, 50%-ში, რომელსაც მეორედ დაემართა ინფექცია, ანუ მოხდა რეინფიცირება ისინი იყვნენ ორჯერადად აცრილები და ამას არვინ მალავს. მაგრამ ვინც გაიკეთა “ბუსტერი”, იქ რეინფიცირება ნაკლებია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ისევე – როგორც “ბუსტერით” აცრილებში,  ორჯერადად აცრილ პირებში ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობა გაცილებით ნაკლებია.

“ამავე დროს, ვისაც გაკეთებული აქვს ორჯერადი აცრა და განსაკუთრებით 50 წლის ზემოთ ასაკში, იქ ჯერადობით ნაკლებია ჰოსპიტალიზაცია და ჯერადობით ნაკლებია ფატალური გამოსავალი. ის რაც გუშინ აიტაცა მედიამ, მხოლოდ პირველი ნაწილი იქნა გაჟღერებული, მომდევნო ნაწილი კი რატომღაც ნიველირდა. ორი მთავარი იარაღი დღეს გახლავთ – პირბადე და ვაქცინაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები