ირაკლი ქადაგიშვილი: სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის პოლიტიკური დევნა, რადგან არსებობს მყარი სამართლებრივი საფუძვლები
შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არის გუნდური გადაწყვეტილება, რაც კენჭისყრაზეც აისახება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის პოლიტიკური დევნა, რადგან ამის მყარი სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.
„სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის პოლიტიკური დევნა, რადგან ამის მყარი სამართლებრივი საფუძვლები არსებობს. დამოკიდებულება – მინდა, დეპუტატი იყო, ნიშნავს, რომ უნდა აკმაყოფილებდეს ყველა სამართლებრივ პრინციპს, რაც დეპუტატისთვის არის განსაზღვრული. დეპუტატობისთვის მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი დღეს მიიღებს.