რატომ არის იაპონიაში გზის გაგრძელების ნებართვის მაშუქი „ლურჯი“ და არა – „მწვანე“

იცით თუ არა, რატომ არის იაპონიაში ლურჯი და არა მწვანე ფერის შუქნიშანი?

თუკი იაპონურიდან ვთარგმნით გზის გაგრძელების ნებართვის მაშუქს, მაშინ მივიღებთ სიტყვათა შეთანხმებას „ლურჯი მაშუქი“. თუმცა, იაპონიის ვერცერთ ქუჩაზე ვერ ნახავთ ლურჯს შუქნიშანს – მათი ფერები სტანდარტული იქნება: წითელი, ყვითელი, მწვანე.

რაში მდგომარეობს ეს გაურკვევლობა? ამ კითხვაზე პასუხი ისტორიაში უნდა ვეძებოთ. 1968 წლის 8 ნოემბერს მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ მიიღო ვენის კონვენცია საგზაო ნიშნების შესახებ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აყალიბებდა. თუმცა, იაპონიამ საკუთარი გზით გადაწყვიტა წასვლა და ნებართვის მაშუქად, მწვანის მაგივრად, ლურჯი გამოიყენა. უკვე ხუთი წლის შემდეგ იაპონიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა და ისევ მწვანე მაშუქი დააყენა. აღნიშნული ნაბიჯი დიდ მანძილზე ლურჯი ფერის ცუდად აღქმის გამო იქნა მიღებული.

მიუხედავად ყველაფრისა, მწვანე შუქნიშანს ქვეყნის მოსახლეობა მაინც „აო სინგუს“ – „ლურჯ მაშუქს“ ეძახის. აქ საკუთარი როლი იაპონიის კულტურის განსაკუთრებულობამ შეასრულა, სადაც ოდითგანვე მწვანე ფერი ლურჯის ერთ-ერთ ელფერად ითვლებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები