ერევანი – ბათუმი – ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება
დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს 3 სიხშირეს, – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერევანი – ბათუმი – ერევანის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები კვირაში 6 სიხშირით შესრულდება. ფრენები განხორციელდება ყოველდღე, კვირის გარდა.
ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 7 ივლისს გასცა. FLYONE Armenia-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2022 წელს დაიწყო. ბათუმის გარდა, ავიაკომპანია ავიარეისებს ერევანი – თბილისი – ერევანის მიმართულებით ასრულებს.