“ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა,” – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომის საკითხზე, ისე იმსჯელეს, რომ საქართველო არ უხსენებიათ.
„გრძელდება გაბუტვის რეჟიმი. საუბრობენ შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებზე და ახსენებენ ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც შავი ზღვა არ ესაზღვრება. საქართველოს ტოვებენ. საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში. რა თქმა უნდა ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.