1906 წლის მიწისძვრა, რომელმაც სან-ფრანცისკო გაანადგურა – ჯეკ ლონდონის ფოტოები

ეს მიწისძვრა მოხდა აშშ-ში, 1906 წლის 18 აპრილს, ადგილობრივი დროით, 5:12 საათზე. ეპიცენტრი მდებარეობდა სან-ფრანცისკოს დასავლეთით 3 კილომეტრში. მიწისძვრის სიმძლავრე შეადგენდა 7,8 ბალს და გრძელდებოდა 45-დან 60 წამამდე.

მიწისძვრისა და შემდგომ გაჩენილი ხანძრისაგან დაიღუპა 3 000-ზე მეტი ადამიანი, შენობების 80 % დაინგრა, რაც, დაახლოებით, 28 000 შენობას უდრიდა. უსახლკაროდ დარჩა 225 000 ადამიანი.

მიწისძვრა იმდენად მოულოდნელი და ძლიერი იყო, რომ ბევრ ადამიანს არ ჰქონდა დრო, არა თუ სახლი, არამედ საძინებელი მაინც დაეტოვებინა, სანამ შენობა დაინგრეოდა და დაიღუპებოდა.

„ისტორიას არ ახსოვს არცერთი ქალაქი, რომელიც ასე ერთბაშად განადგურებულა. სან-ფრანცისკო გაქრა.“ – ჯეკ ლონდონის სიტყვები, წარმოთქმული 1906 წლის სან-ფრანცისკოს მიწისძვრის შემდეგ.

რაც შეეხება ცნობილ მწერალს: მიწისძვრის შესახებ პირველი ცნობების გამოქვეყნებისთანავე, ჟურნალ Collier-მა ჯეკ ლონდონს, რომელიც სან-ფრანცისკოდან 40 მილის დაშორებით ცხოვრობდა, სთხოვა, წასულიყო სტიქიის ადგილზე, რათა დაეწერა ამბავი იმის შესახებ, რაც საკუთარი თვალით ნახა. ეს ფოტოებიც სწორედ მან გადაიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები