ევროკომისარი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პლანეტის მოსახლეობის ნახევარია აცრილი

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარი, სტელა კირიაკიდესი აცხადებს, რომ, ამჟამად, მსოფლიოს მოსახლეობის 50% სრულად არის აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით.

ამის შესახებ მან საფრანგეთში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

„ამჟამად, მსოფლიოს მოსახლეობის 50% სრულად არის აცრილი. ევროპას 165 ქვეყანაში აქვს ექსპორტირებული ვაქცინის 1,7 მილიარდზე მეტი დოზა. თუმცა ვაქცინების მიწოდება საკმარისი არ არის, აუცილებელია ამ პრეპარატების გამოყენების უზრუნველყოფა,” – თქვა მან.

სტელა კირიაკიდესის თქმით, „ვაქცინაციის მხარდასაჭერად, ვამზადებთ წინადადებათა პაკეტს, განსაკუთრებით აფრიკაში, სადაც ვაქცინაციის დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები