არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვმუშაობთ მომავლისთვის, „ნაცმოძრაობა“ კი მუდმივად უკან ექაჩება ქვეყანას

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივე წრეზე დადის – სამომავლო გეგმა არ აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

​მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით, მმართველი გუნდი მომავალზე ფიქრობს.

“ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივე წრეზე დადის და რაიმე სამომავლო გეგმა არ აქვს. ჩვენ ვფიქრობთ და ვმუშაობთ მომავლისთვის, ეს პარტია მუდმივად უკან ექაჩება ქვეყანას. მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან, პარტიაზე არის ზეწოლა, იქნება ეს მათ მიერ მართული მედიის, თუ იმ ფინანსების გამოყენებით, რაც სააკაშვილის გარემოცვას აქვს, რომ ის როგორმე შეინარჩუნონ საინფორმაციო ზედაპირზე და მუდმივად ის იყოს მთავარი საკითხი პარტიის შიგნით. როგორც ჩანს, ამასთან დაკავშირებით ჰქონდა უკმაყოფილება მელიას და ამიტომ, ცოტა ხნის წინ ის პოლიტიკურად დასაჯეს და მის მიერ წარდგენილ ადამიანებთან ერთად ფარდის უკან გადაიყვანეს. დღეს ეს გამოვიდა საჯარო სივრცეში და მიუთითებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ სერიოზულ კრიზისზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები