შეჯიბრი საფენებით – როგორ ტარდებოდა „ბავშვების რბოლა“ 1946-1955 წლებში

ეთიკური თვალსაზრისით, ეს ძალიან საეჭვო, მაგრამ იმ დროისთვის პოპულარული ღონისძიება იყო, რომელიც ყოველწლიურად ტარდებოდა ნიუ-ჯერსიში 1946-1955 წლებში.

ეს ბავშვების რბოლაა, რომელსაც დიდი აზარტი მოჰყვებოდა მშობლების მხრიდან. ფულადი პრიზისთვის ნამდვილი ბრძოლა ჩაღდებოდა. ყველაფერი იწყებოდა იმით, რომ დედები თავად ათავსებდნენ საკუთარ შვილებს სასტარტო ჯიხურებში. ისინი საოცრად ჰგავდა ნამდვილ ღობეებს, რომლებიც დოღისთვის გამოიყენებოდა. რბოლაში მონაწილე ბავშვები, როგორც წესი, ძლივს დაღოღავდნენ და სიარულიც არ იცოდნენ.

დედები და ოჯახის სხვა წევრები ან, უბრალოდ, ღონისძიების სტუმრები აქტიურად გულშემატკივრობდნენ რბოლის მონაწილეებს. „საფენებიანი რბოლა“ ძალიან პოპულარული იყო და საკმაოდ ბევრ მაყურებელს იზიდავდა. არ არის გასაკვირი, რომ საბავშვო რბოლას არა მხოლოდ მხიარულების ხმა მოჰყვებოდა, არამედ ყვირილის, ტირილის და მონაწილეების ისტერიკის ხმებიც.

ფინიშამდე მისასვლელად „მრბოლელებს“ ხშირად შესვენება და ჭამა სჭირდებოდათ. ისინი იღლებოდნენ სუფთა ჰაერზე დატვირთვის შემდეგ და ზოგს ადგილზევე ეძინებოდა. ფინიშად ითვლებოდა რბილი სათამაშოების ხაზი, რომელსაც მონაწილეებისთვის მამოტივირებელი დანიშნულებაც ჰქონდა. სათაშოებამდე მისულ მონაწილეებს ამ სათამაშოების თან წაღება შეეძლოთ.

ყველა მონაწილეს სახალისო მეტსახელი ენიჭებოდა. მათ დიდ პლაკატზე ათავსებდნენ. მოგებული იღებდა საპრიზო ფონდს და გვირგვინს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები