„მიყვარს განმარტოებით ხატვა“ – თვითნასწავლი ხელოვანი, რომელიც პორტრეტებს შთაგონებით ქმნის

ცხოვრობ გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში. 2006  წელს დაამთავრ ჭანდრის საშუალო სკოლა, პარალელურად სწავლობდ სამხატვრო სკოლაში... თუმცა, ხატვაში ბევრი რამ თავისით შეისწავლა, ამიტომ თვითნასწავლ ხელოვნად მიაჩნია თავი. ამ ეტაპზე პორტრეტების ხატვამ გაიტაცა. – ნინო  ღვინიაშვილის პერსონა.

– დავიბადე გურჯაანში, 1989 წლის 24 თებერვალს. ვცხოვრობ სოფელ ჭანდარში. დავამთავრე ჭანდრის საშუალო სკოლა. გვაქვს დიდი ოჯახი. ყველა სხვადასხვა პროფესიის ვართ, მაგრამ, ხატვით მხოლოდ მე ვხატავ.  ხატვისადმი ჩემი  ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ დედამ შემიყვანა სამხატვრო სკოლაში და ასე გამიჩნდა ხატვის განსაკუთრებული  სიყვარული. მყავს ერთი და, ჩვენი 2- წლიანი სხვაობის მიუხედავად, ისეთი მსგავსება იყო, ხშირად ტყუპები ვეგონეთ.
ჭანდრის სკოლაში სწავლობდით და პარალელურად სამხატვრო სკოლაში დადიოდით…
– ძალიან კარგად მახსენდება სკოლის და, ზოგადად, ბავშვობის წლები. სკოლაში ხშირად ვმონაწილეობდი სხვადასხვა აქტივობაში. პარალელურად დავდიოდით ცეკვაზე და დავამთავრე კიდეც ქორეოგრაფიული სტუდიის  5-წლიანი კურსი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც  ჩემს თავს მომავალში მხატვრად წარმოვიდგენდი.
სამხატვრო სკოლაში ძირითადად  აკვარელით ვხატავდით, ის, რასაც ახლა მე ვაკეთებ,  ჩემით შევისწავლე. ვცადე ზეთის საღებავებით ტილოებზე, აკვარელით, ფანქრებით…
თქვენ მიერ დახატულ პორტრეტებში ხასიათი და განწყობაა „დაჭერილი“….
– ერთ დღეს პორტრეტის  დახატვა მომინდა და ჩემი დისშვილი დავხატე. იმდენად დიდი მსგავსება იყო, რომ უფრო მეტი სტიმული გამიჩნდა. უფრო და უფრო დამეხვეწა ხელი. არ ვიცოდი, რა მასალა უნდა შემეძინა, საიდან გამომეწერა… მაგრამ ხატვა არ შემიწყვეტია…
პორტრეტებს ვხატავ ფოტოებიდან, ასევე მეგობრებს – ნატურიდან,  ან იმას, ვისაც სურვილი აქვს. განწყობას  დიდი მნიშვნელობა აქვს. მიყვარს განმარტოებით ხატვა…
– პანდემიამ ბევრ ხელოვანს ხელი შეუშალა, ბევრსაც პირიქით – ჩაკეტვამ შემოქმედებითი სტიმული  და საკუთარ თავს ჩაღრმავების საშუალება მისცა …
– პანდემიის პერიოდმა ძალიან შემიშალა  პროფესიულ განვითარებაში. შუალედში გავიარე  სტილისტის კურსები. იმდენად საინტერესო იყო ფერები და შეხამება, რომ ამ საქმეშიც  ყველაფერს მხატვრის თვალით აღვიქვამდი.
– კიდევ ერთი გატაცება – ხელოვნური ყვავილები…
– სარვამარტოდ ვცადე, ჩემით ავაწყე თაიგულები, რომლებიც ხეზე წებოთია მიმაგრებული, საღებავი კი გუაშია.
– სამომავლოდ…
– თავისუფალ  დროს  წიგნებს ვკითხულობ და ვეცნობი მხატვრების ისტორიას. არ ვიცი, სამომავლოდ კიდევ რის სწავლას ვისურვებ, მაგრამ ამ ეტაპზე პორტრეტების ხატვამ გამიტაცა. დიდ სტიმულს მაძლევენ ოჯახის წევრებიც.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები