ბიძინა კულუმბეგოვი: ხვალ 10 ათასზე მეტი შემთხვევა იქნება, რამაც არ უნდა შეგვაშინოს
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ხვალ საქართველოში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა იქნება, რამაც არ უნდა შეგვაშინოს.
პანდემიის ეს ტალღა მიდის “სწორი-მიმართულებით” , შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიყვება.
შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებასა და “ბუსტერ” დოზის დამატებას.
დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ხვალ >10 ათასზე შემთხვევა იქნება რამაც არ უნდა შეგვაშინოს!”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.