ნიკა სიმონიშვილი – ერგნეთში დახურულ შეხვედრაზე: იყო კონფიდენციალური და ჰქონდა ერთადერთი ჰუმანიტარული მიზანი

“ეს იყო შეხვედრა ჰუმანიტარული მიზნით სამ დაკარგულ ადამიანთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა ერგნეთში ეუთო-ს მიერ დახურულ ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრის სხვა დეტალები კონფიდენციალურია.
„შეხვედრის შინაარსზე ვერ ვისაუბრებ. რა თქმა უნდა, ეს იყო შეხვედრა ჰუმანიტარული მიზნით სამ დაკარგულ ადამიანთან დაკავშირებით. მეტი არაფრის თქმა შემიძლია, შეხვედრა იყო კონფიდენციალური და ჰქონდა ერთადერთი ჰუმანიტარული მიზანი და შესაბამისად, ამ საკითხზე იყო საუბარი. გარდა იმისა, რაც გითხარით, შეხვედრის ყველა სხვა დეტალი კონფიდენციალურია“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები