პარლამენტი შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ოპოზიციონერი დეპუტატების, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და დასკვნას, გადაწყვეტილების მისაღებად, პარლამენტის პლენარულ სხდომას მიაწვდის.

შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს რეგლამენტი განსაზღვრავს, რომელიც, არასაპატიო მიზეზით, სხდომების კონკრეტული ოდენობის გაცდენის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, კანონმდებლები დეპუტატ ბადრი ჯაფარიძისთვის, მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს გამო, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზეც იმსჯელებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები