ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობა” და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან
“ნაცმოძრაობა“ და გიორგი გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევას.
მისივე თქმით, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში აღნიშნულ პარტიებს შორის კოალიციის გაფორმება აშკარაა.
„მათ დადანაშაულება აღარ სჭირდება, პირდაპირ კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში. პირველი იყო ჩხოროწყუ, მეორე არის წალენჯიხა. ამით იშიფრება ის, რასაც ვამბობდით ჯერ კიდევ მუნიციპალურ არჩევნებამდე. მათ შორის არის რეალური ალიანსი ჩამოყალიბებული და ეს ფორმდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კოალიციის სახით. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია არიან ერთმანეთთან კოალიციაში, უკვე არავისთვის არის დასამალი და ისინი უკვე ღიად საუბრობენ და არამარტო საუბრობენ, იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კობახიძემ.