შალვა პაპუაშვილი – “ოპოზიციური ალიანსის” შეხვედრებზე: დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ სკამდასკამი
“დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ სკამდასკამი. ნახეთ, რომ მცირე ოთახებში იკრიბებოდნენ საკუთარი პარტიების წევრებთან და საბოლოო ჯამში უბრალოდ ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “ოპოზიციური ალიანსის” მოქალაქეებთან შეხვედრები.
მისივე თქმით, უცხოური დღის წესრიგზე აწყობილმა პარტიებმა უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოში წარმატებას ვერ მოიპოვებენ.
„ყველა ელჩმა, ვინც ფიქრობს, რომ ამ ძალებით საქართველოში, დემოკრატიის გვერდის ავლით ხელისუფლების შეცვლას, უნდა გააცნობიეროს, ვისთან აქვს საქმე და ყველა პარტიამ ასევე უნდა გააცნობიეროს, რომ სანამ უცხო ქვეყნების დღის წესრიგზე იქნებიან აწყობილები და სხვების მაამებლობით დაკავებულები, საქართველოში არანაირი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.