ავღანეთში მიწისძვრას 26 ადამიანი ემსხვერპლა, სტიქია ქვეყნის დასავლეთ ნაწილში – თურქმენეთის საზღვართან დაფიქსირდა – ინფორმაციას სააგენტო ”როიტერი” ავრცელებს.
ამავე ცნობით, იყო განმეორებითი ბიძგები.
მიწისძვრის სიმძლავრემ 5 მაგნიტუდას გადააჭარბა.
ნგრევის დროს დაღუპულთა შორის არიან ბავშვები, დაზიანდა 700 სახლი.