ნინო ფოჩხუა: რა ხდება, რა ამბავი ატეხეს, ლექსის ქურდი ქურდი არ არის?!

“რა ხდება, რა ამბავი ატეხეს, ლექსის ქურდი ქურდი არ არის? მან, ვინც არ იცის ანა კალანდაძის შემოქმედება, უნდა იფიქროს, რომ ის ორი ლექსი, რომელიც ელენე ბაქრაძემ (დარიანი) მიისაკუთრა, ლაშა ბაქრაძის დახმარებით, მისია?”, – ამის შესახებ Facebook-მომხმარებელი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

“რა ხდება, რა ამბავი ატეხეს, ლექსის ქურდი ქურდი არ არის? მან, ვინც არ იცის ანა კალანდაძის შემოქმედება, უნდა იფიქროს, რომ ის ორი ლექსი, რომელიც ელენე ბაქრაძემ (დარიანი) მიისაკუთრა, ლაშა ბაქრაძის დახმარებით, მისია? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

ამ თემაზე კულტურის სამინისტრომ აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთა. ეს რომ არ გაკეთებულიყო, ჩავთვლიდი, სახელმწიფო არ დგას სათანადო სიმაღლეზე. რაც შეეხება თეა წულუკიანს, მისი მსგავსი ღირსეული ქალი კი არა, კაციც ცოტა მეგულება. ებრძვიან წულუკიანს ქვეყნის სტაბილურობის მტრები, როგორ გაბედა ამ საკითხის შესწავლა და კულტურის მინისტრისგან რეპრესიებს აანონსებენ. ასე გააგრძელონ, ამით კიდევ უფრო დაიჩქარებენ დასასრულს. სანახაობა კი წინ ბევრია. ცოტა ხანში დაიდება მუზეუმებიდან უკანონოდ გატანილი და დაკარგული ხელოვნების ნიმუშების ნუსხა, აი, მაშინ ატყდება – თუ ატყდება, მაგრამ არა უშავს. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო, ნათქვამია”, – წერს ფოჩხუა.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის წიგნი, სადაც ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. უწყება მუზეუმისგან მოითხოვს, რომ აღნიშნული გამოცემის გავრცელება შეწყდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები